მეგობრობა ფსიქოლოგიის ენაზე

   friendsარისტოტელემ თავის წიგნში (Nicomachean Ethics) გამოარჩია სამი სახის მეგობრობა: მეგობრული სიამოვნება, კომუნალური მეგობრობა და ძალით მეგობრობა. თითოეულ მათგანს განსხვავებული მიზეზები აქვს, ესენია: სიამოვნება, სარგებელი და ძალდატანება. ანუ, მე შეიძლება მსიამოვნებს ჩემს მეგობართან ურთიერთობა, ან სარგებელს ველი მისგან ან უბრალოდ სათნო ხასიათი მაქვს. მეგობრობის ფილოსოფიური გაგება ასეთია – ურთიერთობა თანასწორთა შორის. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ გაგებას ის ცოტა სხვანაირია, მაგრამ არც არისტოტესეულს უგულებელყოფს.

ადამიანები აფილაციის მოთხოვნილების გამო მიისწრაფიან ერთმანეთისაკენ. რა ხდება ორი ინდივიდის ურთიერთობის გაგრძელების საფუძველი მათი პირველი შეხვედრის შემდეგ? განვითარდება თუ არა აქედან უფრო ღრმა ემოციონალური დამოკიდებულება? რა ფაქტორები განაპირობებს მის განვითარებას? ურთიერთობაში მყოფი ინდივიდის მსგავსება, გარკვეულ პიროვნულ მახასიათებლები თუ კიდევ სხვა რამე თავისებურები?!

მეგობრობა, როგორც კონცეფცია ურთიერთობისთვის შემდეგ პუნქტებს საჭიროებს: ინტიმური ურთიერთობები, დადებითი ემოციური დამოკიდებულება, ინტერპერსონალური ურთიერთობები. მეგობრული ურთიერთობებისთვის ძირითადი მახასიათებლებია – საერთო მიზნები, შინაარსი და ნორმების შესაბამისობა. განასხვავებენ ყოველდღიურ და ჩვეულებრივ მეგობრობას. მნიშვნელოვანია ასაკი, მეგობრობის ფორმირების, განვითარებისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ასპექტი. მეგობრობა შესაძლებელია სიყვარულის წინმსწრები ურთიერთობაც იყოს.

ფაქტორები, რომლებიც აყალიბებენ მეგობრობას შემდეგია:

  • სქესი
  • ასაკი
  • ცოლ-ქმრული სტატუსი და განათლება
  • რესურსები
  • ხასიათის პერსონალური მახასიათებლები.

ს ქ ე ს ი

art-best-friends-floral-print-friend-friends-Favim.com-318245მეგობრებს შორის დამოკიდებულება და ინტერაქციის სტილი – ქალებს უფრო შეზღუდული რაოდენობის ახლო მეგობრები ჰყავთ ვიდრე მამაკაცებს. ისინი ამჯობინებენ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ ადამიანთა შედარებით ვიწრო ჯგუფთან, განსხვავებით მამაკაცებისაგან, რომელთა სამეგობრო წრეც გაცილებით ფართოა. ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინტიმურობა, მამაკაცები კი უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ შესაძლებლობებზე, მოსაზრებებზე.

იერარქია – ქალები ფოკუსირებას ახდენენ გარემოებებზე, მამაკაცები ურთიერთობებეზე, მისვლა-მოსვლაზე. განსხვავებულია თამაშებიც ბავშვობაში სქესის მიხედვით.
Continue reading

ბიოგრაფია | კარლ გუსტავ იუნგი

შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.

ბ ა ვ შ ვ ო ბ ა

   კარლ გუსტავ იუნგიკარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (შვეიცარია),  ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში, თუმცა როგორც იუნგი იხსენებდა, ყველაფრის მიუხედავად მამამისს ეჭვი ეპარებოდა ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. თავად იუნგიც აღნიშნავდა, რომ ხანდახან ეგონა მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა. ეს მიუთითებდა პიროვნების გაორებაზე, თუმცა პრობლემა სერიოზულ პათოლოგიებში არ გადაზრდილა. ბავშვობაში იუნგს ბედნიერებას მარტო ყოფნა ანიჭებდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რომელსაც მოგვიანებით „ინტროვერტი“ უწოდა. მამამ ლათინური ასწავლა, დედამ კი მსოფლიოს ეგზოტიკური რელიგიები გააცნო ილუსტრირებული საბავშვო წიგნიდან, რომელშიც ყველაზე მეტად მას ინდური ღმერთების ისტორიები იტაცებდა.

კარლ იუნგის მონაყოლის მიხედვით, 1887 წლის ზაფხულში, როდესაც ის 12 წლის იყო, მეგობარმა წააქცია, რის გამოც გონება დაკარგა. ეს შემთხვევა მას სკოლის გაცდენის მიზეზის მოძებნაში დაეხმარა. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც დავალების დაწერას ავალებდნენ, მშობლებს ატყუებდა თითქოს გული მისდიოდა და ცუდად იყო. ექიმებმა იფიქრეს, რომ ბავშვს ეპილესია სჭირდა, რაც დამატებით 6 თვიანი დასვენების მიზეზი გახდა. მოგვიანებით მან ყური მოკრა მამამისის საუბარს სტუმართან. მამას ძალიან აღელვებდა შვილის მომავალი, ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ვერასდროს მოახერხებდა მუშაობას და საკუთარ თავზე სრულყოფილად ზრუნვას. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ახალგაზრდა იუნგის ცხოვრებაში. ის უფრო სერიოზული გახდა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად შრომისმოყვარე იქნებოდა, დაიწყო ლათინურის მეცადინეობა. თავდაპირველმა მონდომებამ ძალიან დატვირთა მისი ორგანიზმი, მაგრამ მისმა მონდომებამ დაძლია ტრავმა. მალე სკოლაშიც დაბრუნდა. Continue reading

შესავალი

რატომ შეიძლება გადაწყვიტო ბლოგის გაკეთება ფსიქოლოგიის თემაზე?

  • იმიტომ, რომ ბლოგზე წერა დაგეხმარება აქამდე მიღებული ცოდნის ორგანიზებაში.
  • იმიტომ, რომ ეს იქნება დამატებითი მოტივაცია ეძებო ახალი და უფრო საინტერესო თემები ამ სფეროში.
  • იმიტომ, რომ ბლოგზე ზრუნვა იქნება ახალი, ნაკლებად რუტინული მოვალება, რომლის შესრულებაც იქნება სასიამოვნო და შედეგიანი.

დასაწყისისთვის ფსიქოლოგიას განვიხილავ ორ განზომილებაში:

   ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება

   ფსიქოლოგია ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება განიმარტოს – ეს არის ინდივიდის ქცევისა და ფსიქიკური პროცესების მეცნიერული შესწავლა.

როგორც ჰერმან ებინჰაუსი წერდა „ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული, მაგრამ მოკლე ისტორია აქვს“. ფსიქოლოგიის შესწავლა ჯერ კიდევ ანტიკურ ცივილიზაციებს უკავშირდება, მაგალითად,  ეგვიპტეს, სპარსეთს, საბერძნეთს, ჩინეთსა და ინდოეთს. ფსიქოლოგია ამ პერიოდში ფილოსოფიის კონტექსტში განიხილებოდა. პირველი ფუნდამენტური კითხვები ადამიანის ბუნებასთან დავაკშირებით ბერძენი ფილოსოფოსების სახელს უკავშირდება. ისტორიკოსები განსაკუთრებულად აღნიშნავენ სოკრატეს, პლატონის, თალესისა და არისტოტელეს მოღვაწეობას. პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს  „სულის შესახებ“.

ვილჰელმ ვუნდტი კოლეგებთან ერთად ლაიპციგის ლაბორატორიაში

ვილჰელმ ვუნდტი კოლეგებთან ერთად ლაიპციგის ლაბორატორიაში

1870–იან წლებამდე ფსიქოლოგია ფილოსოფიის დარგი იყო. მის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების სიმბოლურ თარიღად  ითვლება 1879 წელი, როდესაც ვილჰელმ  ვუნდტმა დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია გერმანიის ქალაქ ლაიპციგში. ვუნდტი იყო პირველი მეცნიერი, რომელიც საკუთარ თავს ფსიქოლოგად მოიხსენიებდა. ლაიპციგის ლაბორატორიამ ბევრი რამ შეცვალა ფსიქოლოგიის ისტორიაში. ახლა შესაძლებელი გახდა იდეების მეცნიერული გადამოწმება, რაც მეტ აღიარებას მოუტანდა ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას.

დროთა განმავლობაში გაჩნდა განსხვავებული: ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, კოგნიტური, ჰუმანისტური, ევოლუციური და კულტურული მიმდინარეობები ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგიის ცენტრალურ საკითხებს თითოეული ეს მიმდინარეობა სხვადასხვანაირად ხსნის, თუმცა ძნელია ადამიანის ბუნების გაანალიზება მხოლოდ ერთი მათგანის მიხედვით. ფსიქოლოგები ხშირად სესხულობენ ცნებებს თითოეული მათგანისგან და სწორედ ასე ახერხებენ საკითხის ძირეულ ახსნას.

   ფსიქოლოგია, როგორც თემა ბლოგისთვის

   ფსიქოლოგია საკმაოდ პოპულარული თემაა, უფრო სწორედ პოპულარულია მისი ნაივური (გულუბრყვილო), მეტად მარტივი გაგება. ხშირად გვგონია, რომ ფსიქოლოგიას ჩვენს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. მეცნიერების არასწორი ინტერპრეტაცია და გაძლიერებული ინტერესი ხშირად მანიპულაციის ხელშემწყობი ხდება და შედეგად სოციალური ქსელები სავსეა ე.წ „ფსიქოლოგიური ტესტებით“, რომლებიც, მაგალითად, ადამიანის თვალის ფერით აღწერენ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. თუმცა დარწმუნებული ვარ სწორ და სანდო ინფორმაციასაც ეყოლება ერთგული მკითხველი.

:ლენტისგაჭრა: