ბიოგრაფია | კარლ გუსტავ იუნგი

შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.

ბ ა ვ შ ვ ო ბ ა

   კარლ გუსტავ იუნგიკარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს კესვილში (შვეიცარია),  ღარიბი პროტესტანტი მღვდლის ოჯახში, თუმცა როგორც იუნგი იხსენებდა, ყველაფრის მიუხედავად მამამისს ეჭვი ეპარებოდა ღმერთის არსებობაში. იუნგის დედა ემოციურად გაუწონასწორებელი ქალი იყო. თავად იუნგიც აღნიშნავდა, რომ ხანდახან ეგონა მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა. ეს მიუთითებდა პიროვნების გაორებაზე, თუმცა პრობლემა სერიოზულ პათოლოგიებში არ გადაზრდილა. ბავშვობაში იუნგს ბედნიერებას მარტო ყოფნა ანიჭებდა. იგი თავად იყო კლასიკური მაგალითი იმ ტიპისა, რომელსაც მოგვიანებით „ინტროვერტი“ უწოდა. მამამ ლათინური ასწავლა, დედამ კი მსოფლიოს ეგზოტიკური რელიგიები გააცნო ილუსტრირებული საბავშვო წიგნიდან, რომელშიც ყველაზე მეტად მას ინდური ღმერთების ისტორიები იტაცებდა.

კარლ იუნგის მონაყოლის მიხედვით, 1887 წლის ზაფხულში, როდესაც ის 12 წლის იყო, მეგობარმა წააქცია, რის გამოც გონება დაკარგა. ეს შემთხვევა მას სკოლის გაცდენის მიზეზის მოძებნაში დაეხმარა. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც დავალების დაწერას ავალებდნენ, მშობლებს ატყუებდა თითქოს გული მისდიოდა და ცუდად იყო. ექიმებმა იფიქრეს, რომ ბავშვს ეპილესია სჭირდა, რაც დამატებით 6 თვიანი დასვენების მიზეზი გახდა. მოგვიანებით მან ყური მოკრა მამამისის საუბარს სტუმართან. მამას ძალიან აღელვებდა შვილის მომავალი, ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ვერასდროს მოახერხებდა მუშაობას და საკუთარ თავზე სრულყოფილად ზრუნვას. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ახალგაზრდა იუნგის ცხოვრებაში. ის უფრო სერიოზული გახდა და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად შრომისმოყვარე იქნებოდა, დაიწყო ლათინურის მეცადინეობა. თავდაპირველმა მონდომებამ ძალიან დატვირთა მისი ორგანიზმი, მაგრამ მისმა მონდომებამ დაძლია ტრავმა. მალე სკოლაშიც დაბრუნდა. Continue reading